ანონსები
5 აპრილს გაფორმდება სამმხრივი მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და კოხ - მენჩიკოვის ფორუმს შორის.
მემორანდუმის მიზანია ტუბერკულოზისა და მისი თანმხლები დაავადებების სფეროში ეპიდემიოლოგიური კვლევების, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები შეძლებენ კვლევებში ჩართვას და წარმოებას. ასევე, წარმატებული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებში. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის კუთხით უნივერსიტეტს ექნება საერთაშორისო გამოცდილება გადამდებ დაავადებების მართვის მიმართულებით და სხვ.
თარიღი: 5.04.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ